„საქსტატი“ - 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 21.9%-ით გაიზარდა და 6 493.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 493.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.9 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 962.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 23.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 531.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 21.2 პროცენტით),- ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე მონაცემების თანახმად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-აპრილში, 2 568.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.

„საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2020-2023 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით. 2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (280.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (261.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (226.2 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (786.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (622.3 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (412.5 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (925.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (848.5 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (500.9 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 595.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 257.8 მლნ.აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 84.4 მლნ. აშშ დოლარით (4.3 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 727.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 318.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 250.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.5 პროცენტი)“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა