სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ორ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხების განხილვა იყო.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, კოკა კაციტაძემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ოფისთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს მიმდინარე გამოძიებების, მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის და სტატისტიკის მიწოდებას, ასევე მოქალაქეთა უფლებების დარღვევის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსულ შეტყობინებებს და მათზე რეაგირების მეთოდებს.

„საუბარი ასევე შეეხო, განხორციელებულ პროექტებს და იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელზეც მუშაობა 2022-2023 წლებში სწორედ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით წარიმართა. ეს ეხება სისხლის სამართლის საქმის მასალებზე მსხვერპლთა ხელმისაწვდომობას, მოწმისა და დაზარალებულის უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენებას, მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს შექმნას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და მათთან ერთობლივ პროექტებში მონაწილეობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ომბუდსმენთან შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ელენე ღუდუშაური ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა