„საქსტატი“ - მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 393 გემი შემოვიდა - ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 1.2 ათას მგზავრს მოემსახურა

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 393 გემი, რომელთა 39.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 28.2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდია, 23.7 პროცენტი - კონტეინერ მზიდი, ხოლო 8.4 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.

მათივე სტატისტიკით, 2023 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 43.1 პროცენტით მეტი კონტეინერ მზიდი მიიღო, 5.4 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 17.8 პროცენტით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი და 32.4 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

„2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.3 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.3 პროცენტი - ლიბერიის, 13.7 პროცენტი - თურქეთის, 8.4 პროცენტი მალტის, 5.3 პროცენტი - ბულგარეთის, 5.1 პროცენტი - რუსეთის, ხოლო 34.9 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 505.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 17.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 39.5 გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 34.0 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 26.6 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 55.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 53.0 პროცენტს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა