„საქსტატი“- 2023 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4%-ით შემცირდა და 18% შეადგინა - უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4%-ით შემცირდა და 18% შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 45.8 ათასი კაცით გაიზარდა და 863.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.4 ათასით გაიზარდა და 407.7 ათასი შეადგინა.

ასევე, ინფორმაციის თანახმად, იმავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 10.4 ათასით შემცირდა და 279.2 ათასი შეადგინა.

„2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან, შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.9% შეადგინა.

2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.8 და 2.4 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, „საქსტატის“ ცნობით, უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.

„უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 15.1%-სადა 20.3%-ს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41.9%-ს, ხოლო კაცებში 63.6 %-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.

2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე

გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 3.1 და 1.6 %-ით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ