ზურაბ აზარაშვილი - არანაირი კითხვა არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის და ნებისმიერი სხვა უფლების დაცვის ნაწილში

ზურაბ აზარაშვილი - არანაირი კითხვა არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის და ნებისმიერი სხვა უფლების დაცვის ნაწილში

არანაირი კითხვა არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის და ნებისმიერი სხვა უფლების დაცვის ნაწილში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პატიმრის უფლებები, „ათჯერ და ასჯერ უფრო დაცულია ვიდრე 10 და უფრო მეტი წლის წინ“.

„ჩვენს ქვეყანაში დღეს ნებისმიერი პატიმრის უფლებები, როგორც სიცოცხლის, ისე ჯანმრთელობის უფლება ათჯერ და ასჯერ უფრო დაცულია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ვიდრე ეს იყო 10 და უფრო მეტი წლის წინ. პენიტენციური სამსახური, მისი სამედიცინო დეპარტამენტის ჩათვლით, პლუს ის კლინიკა, სადაც პატიმარი გადის მკურნალობის პროცესს სრულად არის კვალიფიციური იმ ნაწილში, რომ როგორც მისი სიცოცხლის უფლება დაიცვას, ასევე ჯანმრთელობის უფლება, შესაბამისი სამედიცინო სერვისები შესთავაზოს. მოგეხსენებათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც წინა კვირაში გამოქვეყნდა. ესეც ამ ნაწილთან იყო დაკავშირებული, რომ არანაირი კითხვა მკურნალობის და ნებისმიერი სხვა უფლების დაცვის ნაწილში არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასთან",- აღნიშნა მინისტრმა.