არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიციის თავდასხმა BBC-ზე კომიკურია - ეს ის ხალხია, ვინც საქართველოში მედიაზე განახორციელა რეიდები, დააპატიმრა ჟურნალისტები, უმკაცრესი რეგულაციები შემოიღო და პირდაპირ პოლიტიკური პროდიუსერები დაუნიშნა მედიას

რადიკალური ოპოზიციის თავდასხმა BBC-ზე კომიკურია - ეს ის ხალხია, ვინც საქართველოში მედიაზე განახორციელა რეიდები, დააპატიმრა ჟურნალისტები, უმკაცრესი რეგულაციები შემოიღო და პირდაპირ პოლიტიკური პროდიუსერები დაუნიშნა მედიას,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე- სპიკერი დავით კეზერაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მან საჩივარი შეიტანა " BBC-ის წინააღმდეგ.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, ოპოზიციას სურს დავით კეზერაშვილიდან ყურადღება სხვებზე გადაიტანოს და ამას ემსახურება "ქოლ-ცენტრებზე" საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაც.

„მათი ბიოგრაფია ყოველთვის გვახსენდება, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ. დღესაც, ოპოზიციაში ყოფნისას, თავს ესხმიან მედიას, ცდილობენ არალეგალური ფულით დააფინანსონ და კონტროლი მოიპოვონ მედიაზე, ამოეფარონ ჟურნალისტებს და უკვე ვხედავთ, რომ კომიკური თავდასხმებია BBC-ზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სიმართლე დაანახეს საზოგადოებამ. ეს მცდელობები საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, თავდასხმა საერთაშორისო მედიაზე, ტყუილები რომ ტელევიზიას გადაუფორმებენ თანამშრომლებს, ემსახურება იმას, რომ კეზერაშვილიდან ყურადღება გადაიტანონ”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა