ირაკლი კობახიძე - ვიღაცები ამბობენ, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების დანაშაულის გამო შეიძლება ევროკავშირში აღარ მიგვიღონ, ამ დროს ევროკავშირი აძლევს თავისუფალ მიმოსვლას კეზერაშვილს - პრინციპულად უნდა მოვითხოვოთ ევროკავშირს თავისუფალი მიმოსვლის გაუქმება უმძიმესი კრიმინალისთვის

ვიღაცები ამბობენ, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების დანაშაულის გამო შეიძლება ევროკავშირში აღარ მიგვიღონ და ამ დროს ეს ევროკავშირი აძლევს თავისუფალ მიმოსვლას კეზერაშვილს. მე მგონია, რომ ეს კითხვა უნდა დაისვას ევროკავშირის წინაშე, მე პირადად ამას ვაპირებ, პრინციპულად უნდა მოვითხოვოთ თავისუფალი მიმოსვლის გაუქმება ამ უმძიმესი კრიმინალისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობენ.

მან, ამასთან, ოპოზიციას მიმართა, მათ რატომ არ უჩნდებათ აღნიშნული კითხვა და განაცხადა, რომ უჩნდება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ოპოზიცია ცდილობს პიარულად გადაეფაროთ იმ გამოძიებას, რომ წარმოებს კეზერაშვილის წინააღმდეგ.

„რატომ არ სვამთ არავინ ოპოზიციიდან ამ კითხვას, მაინტერესებს - კეზერაშვილი, უმძიმესი დამნაშავე, კრიმინალი, ევროპელი პენსიონერების მძარცველი, დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ამაზე კითხვები რატომ არ არის? ვიღაცები ამბობენ, რომ ამ დანაშაულის გამო შეიძლება ევროკავშირში აღარ მიგვიღონ და ამ დროს ეს ევროკავშირი აძლევს თავისუფალ მიმოსვლას კეზერაშვილს. მე მგონია, რომ ეს კითხვა უნდა დაისვას ევროკავშირის წინაშე, მე პირადად ამას ვაპირებ, პრინციპულად უნდა მოვითხოვოთ თავისუფალი მიმოსვლის გაუქმება ამ უმძიმესი კრიმინალისთვის კეზერაშვილისთვის, მაგრამ თქვენგანაც ველოდები ბუნებრივია ასეთ კითხვებს“, - განაცხადა კობახიძემ.

მან საკითხის იურიდიული ნაწილიც განმარტა და აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიების დროს საგამოძიებო კომისია არ იქმნება და ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს.

„აქ არის მიმდინარე არა ქართული, არამედ ქართულ-ევროპული გამოძიება. როცა ქმნი სტანდარტული გამოძიების პარალელურად საგამოძიებო კომისიას, გამოდის, რომ თქვენ არ ენდობით მიმდინარე ქართულ-ევროპულ გამოძიებას, რაც ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. მე მგონია, ჯობია დაველოდოთ ამ გამოძიებას, ქართულ-ევროპულს, ვნახოთ შედეგები და ამის შემდეგ თუ კიდევ დარჩება კითხვის ნიშნები, შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია. მე მთლიანობაში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დღევანდელი ნაბიჯით ვიღაცები ცდილობთ, რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი, რომ პიარულად გადაეფაროთ იმ გამოძიებას, რომ წარმოებს კეზერაშვილის წინააღმდეგ, კეზერაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც დღემდე ასე გულუხვად აფინანსებს, მისივე აღიარებით, ამ პოლიტიკურ პარტიებს, ტელევიზიებს და ე.წ. NGO-ებს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო