კახა კალაძე - არ ვიცი „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარ-სვლები აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ სააკაშვილი არის დამნაშავე და იხდის სასჯელს

არ ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარ-სვლები აქვს ჩაფიქრებული - ერთი რამ ცხადია, რომ ბოლო წლების განმავლობაში შიდა დაპირისპირება იკვეთება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა, მომავალი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელოს.

მისი თქმით, სააკაშვილს კონკრეტულ საქმეებზე ბრალი მიუძღვის, რის გამოც ის სასჯელს იხდის.

მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა. ის სასჯელს არა საპატიმროში, არამედ კლინიკაში იხდის. არ ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარ-სვლები აქვს ჩაფიქრებული. თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის. ერთი რამ ცხადია, ბოლო წლების განმავლობაში შიდა დაპირისპირება იკვეთება. ეს აშკარაა, ვხედავთ ტელევიზიებში ერთმანეთის მიმართ რა განცხადებებს აკეთებენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის კონკრეტულ საქმეებზე დამნაშავე და სასჯელს იხდის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა