თინა ბოკუჩავა - დღეს არის ცივილიზაციური გზაგასაყარი და ან ვიქნებით თავისუფალი სამყაროს ნაწილი ან რუსეთის ნაწილი

2008 წლისგან განსხვავებით ახლა გამოღვიძება მართლაც შედგა დასავლეთში, ეს არის უდიდესი ცვლილება, რომლითაც საქართველო უნდა ხეირობდეს, სამწუხაროდ, დღეს გვყავს ხელისუფალი, რომელიც ნაცვლად ეროვნული ინტერესისთვის ბრძოლისა, სხვადასხვა ფაქტებით მანიპულირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არის ცივილიზაციური გზაგასაყარი და ან ვიქნებით თავისუფალი სამყაროს ნაწილი ან რუსეთის ნაწილი.

„მას(პუტინს) აფასებენ როგორც მკვლელს, ტერორისტს და არის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს ძებნილი და ვერ ახერხებს ჩავიდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის თუნდაც, მაგალითად სამხრეთ აფრიკა. ეს არის უდიდესი ცვლილება, რომლითაც საქართველო უნდა ხეირობდეს, იცავდეს ეროვნულ ინტერესებს და უხაროდეს, რომ 2008 წლისგან განსხვავებით ახლა ეს გამოღვიძება მართლაც შედგა დასავლეთში. სამწუხაროდ დღეს გვყავს ხელისუფალი, რომელიც ნაცვლად იმისა რომ საკუთარი ეროვნული ინტერესისთვის იბრძოდეს, მანიპულირებს სხვადასხვა ფაქტებით და ცდილობს საქართველოს მოქალაქე დააჯეროს იმაში, რომ რეგიონში არაფერი ხდება. სინამდვილეში განსაკუთრებული რამ ხდება ის, რომ დღეს არის ცივილიზაციური გზაგასაყარი და ან ვიქნებით თავისუფალი სამყაროს ნაწილი ან რუსეთის ნაწილი. ეს არის უდიდესი განსხვავება, სამწუხაროდ, 2008 წელსა და დღევანდელობას შორის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის