ირაკლი კობახიძე - ახლა რადიკალური ოპოზიციისა და მათი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან ველოდები მესიჯს იმის შესახებ, რომ სტრასბურგი სააკაშვილს კლავს

ახლა რადიკალური ოპოზიციისა და მათი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან ველოდები მესიჯს იმის შესახებ, რომ სტრასბურგი სააკაშვილს კლავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგმა დაადასტურა, რასაც მმართველი ძალა ამტკიცებდა, კერძოდ ის, რომ პატიმარი სათანადო მოპყრობის პირობებშია და მისი ყველა უფლება დაცულია.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "გეგმა ბ არის ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს, თუმცა რაც უფრო მეტი კრიმინალი იქნება რადიკალური ოპოზიციის სათავეში, საზოგადოება მით უფრო კარგად დაინახავს მათ მანკიერ სახეს".

„ახლა რადიკალური ოპოზიციისა და მათი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან ველოდები მესიჯს იმის შესახებ, რომ სტრასბურგი სააკაშვილს კლავს. ეს იქნებოდა ძალიან ადეკვატური გაგრძელება იმ კამპანიის ფონზე, რომელსაც ისინი მთელი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში აწარმოებდნენ. ფაქტი ერთია, რომ სტრასბურგმა ის დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით. კონკრეტული პატიმარი სათანადო მოპყრობის პირობებშია და მისი ყველა უფლება დაცულია. აქედან გამომდინარე, სპეკულაციებს წერტილი დაესვა. მინდა შეგახსენოთ, რომ ამის წინააღმდეგ კამპანიაში ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპარლამენტარები და სხვა სუბიექტები იყვნენ ჩართულები და ეს ძალიან მძიმეა. საზოგადოებას კვებავდნენ ტყუილით, თითქოს 500-ზე მეტი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა. ამ ტყუილის შემდეგ ბოდიშიც კი არავის მოუხდია.

ახლა გეგმა ბ არის ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს. ვიღაცებს ჰქონდათ იმედი, რომ სააკაშვილის გათავისუფლება რაიმეს შეცვლიდა, რადგან ფიქრობენ, რომ გარკვეული ქარიზმა და გავლენა ისევ შემორჩენილი აქვს. სინამდვილეში, საზოგადოებამ კარგად დაინახა მიხეილ სააკაშვილის მანკიერი მხარე. თუმცა რაც უფრო მეტი კრიმინალი იქნება რადიკალური ოპოზიციის სათავეში, საზოგადოება მით უფრო კარგად დაინახავს მათ მანკიერ სახეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო