„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიქმნას "ქოლ-ცენტრების" შესახებ საგამოძიებო კომისია, თუ ვინმე ქართულ-ევროპულ საგამოძიებო კომისიას არ ენდობა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მთავრობა ქართულ-ევროპული კომისიის შედეგებს დაელოდება, რომელმაც დანაშაულის მასშტაბი საბოლოოდ უნდა გამოავლინოს.
„ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე, კეზერაშვილი საქართველოში ფსევდოლიბერალურ ფრთას აფინანსებს. აქ შედის პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული მედია საშუალებებიც. ასეთი ფულის გაცემაც და მიღებაც ამორალურია.
ამჟამად "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით ქართულ-ევროპული გამოძიება მიმდინარეობს. მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, თუ ვინმე ქართულ-ევროპულ კომისიას არ ენდობა და ამის შესახებ კომენტარი ინიციატორებმა თავად გააკეთონ. ჩვენ გამოძიების შედეგებს დაველოდებით, რომელმაც დანაშაულის მასშტაბი საბოლოოდ უნდა დაადგინოს. რეალურად ყველამ იცის, რომ კეზერაშვილი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს. გამაოგნებელია, რომ ის ევროკავშირის მასშტაბით დღემდე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.