ზურაბ აზარაშვილი - მომდევნო 2 წლის განმავლობაში, 13 000 დევნილ ოჯახს სრულად დავაკმაყოფილებთ

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ჯამში, 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი შენდება და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები, 2025 წლის ბოლოს, გადაეცემათ. მისივე თქმით, მშენებლობის ბიუჯეტი 243 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

„ეს არის იმ დაპირების ნაწილი, რომელიც წინა წელს, ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო დევნილი მოსახლეობის მიმართ და 13 000 დევნილ ოჯახს, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე და გაუსაძლის პირობებში დროებით დღეს ცხოვრობს, მათ გადაეცემა საცხოვრებელი. მომდევნო 2 წლის განმავლობაში მათ სრულად დავაკმაყოფილებთ.

აქვე, მნიშვნელოვანია ის, რომ გასულ წელს, იყო პირველი რეკორდული წელი დევნილებისთვის ბინების გადაცემის თვალსაზრისით, 3500-ზე მეტი ბინა და საცხოვრებელი სახლი გადავეცით დევნილებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში, იყო პირველი წელი, როდესაც ასეთი შედეგი დაფიქსირდა. რა საკვირველია, ასეთი მასშტაბებიდან გამომდინარე, მიმდინარე მშენებლობებიდან და ტემპიდან გამომდინარე რაც გვაქვს, მომდევნო წლები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა დაიწყო. 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო