კომპანია „რუსთავის წყლის“ ინფორმაციით, რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის აუცილებელ სამუშოებს ჩაატარებენ

დღეს, კომპანია „რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ქსელის სისტემური რეაბილიტაციის ფარგლებში მთავარ მაგისტრალურ მილზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ ქალაქის ცენტრალურ წყალმომარაგების ქსელებზე ჩატარებული სადიაგნოსტიკო სამუშაოების შედეგად დადგინდა ქსელზე დაზიანებული მონაკვეთები და შემუშავდა ოპერატიული სამოქმედო გეგმა.

„აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები დღეს, 19 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება, კომპანიის 6 ტექნიკური ჯგუფი მაგისტრალური ქსელის 13 მონაკვეთზე, 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში პარალელურად იმუშვებს.

მაგისტრალური ქსელზე არსებული დაზიანებების აღდგენის შედეგად გაუმჯობესდება წყლის ნაკადების მართვა და შემცირდება დანაკარგების რაოდენობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 19 მაისს 14:00 საათიდან 20 მაისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა