დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის, ანა იანუშაიტიტეს მშობლები და ადვოკატები გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფებიან

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის, ანა იანუშაიტიტეს მშობლები და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფებიან.

შეხვედრა უწყებაში შექმნილ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველ საბჭოს წევრებთან მიმდინარეობს.

გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე გარდაცვლილი გოგონას მშობლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში