რაც არ უნდა „ჩატების ინფორმაციები“ გამოქვეყნდეს, ფაქტი არის ცალსახა,ნატო ჩხეიძემ მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” კანდიდატებს - პირველი კანდიდატის მხარდაჭერის შემდეგ, რაც ოპოზიციამ გააპროტესტა, ეს ადამიანები კვლავ გამალებით ცდილობდნენ სხვა კანდიდატების მხარდაჭერასაც, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც ნატო ჩხეიძის ბრალდებებს უპასუხა.
ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ მათი მიზანი გარდა კლანის გაძლიერებისა, “ნაციონალური მოძრაობის” დაზიანებაც იყო.
“სამწუხაროა, როცა ვხედავთ ადამიანის მენტალურ ჩამოშლას, რომელიც მხილებულია დანაშაულში, რომლის გადაწყვეტილებით სხვა კოლეგებსაც მიაცემინეს ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე და ნაცვლად იმისა, ამ ადამიანმა პასუხისმგებლობა აიღოს თავის გადაწყვეტილებაზე და რაიმე ნორმალური არგუმენტი მაინც შესთავაზოს საზოგადოებას, რის გამო დაუჭირა მხარი სამ კანდიდატს, მესამე დღეა ბრალდებებს უყენებს ფრაქციის ხელმძღვანელობას და „ნაციონალურ მოძრაობას“. სხვა რა ვუწოდოთ ამას თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გაგრძელება. დასტურდება ეჭვები, რომ მისი ამოცანა ამ კანდიდატების მხარდაჭერისას, ყოფილა ერთი მხრივ, კლანური სისტემის გაძლიერება და მეორე მხრივ, ეს ადამიანები მიზნად ისახავდნენ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ზიანის მიყენებას.
რაც არ უნდა გვარებზე გამოქვეყნდეს „ჩატების ინფორმაციები“, ფაქტი არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, მან მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ იმ კანდიდატებს, რომლებიც ოპოზიციაში საერთოდ არ იხილებოდა. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო და არ ყოფილა შემთხვევითობა, პირველი კანდიდატის მხარდაჭერის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ გააპროტესტა კენჭისყრის შედეგები, ეს ადამიანები კვლავ მალულად და გამალებით ცდილობდნენ მაქსიმალურად სხვა კანდიდატებისთვისაც დაეჭირათ მხარი,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.