პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა დაიწყო

პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს.

გიორგი ამილახვარმა პარლამენტის წევრებს სკოლებში, ბავშვთა უფასო კვების საკითხთან დაკავშირებულ კითხვებზე უნდა უპასუხოს. მინისტრი ამ თემაზე, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

ოპოზიციური ფრაქცია გიორგი ამილახვარისგან ითხოვს პასუხს კითხვებზე: კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადადგმული სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის უმოკლეს დროში დასანერგად და რომელი წლიდან იგეგმება სკოლებში კვების პროგრამის დანერგვა. “ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დაინტერესებულია სამინისტროს ხედვით მოსწავლეთა კვების პროგრამის შემუშავებაზე, მისი განხორციელების გზებზე, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე.

“საქართველოს მთავრობის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ არაერთხელ გაჟღერდა დაპირება სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე აღნიშნული დაპირება არ შესრულებულა და სკოლებში ბავშვებს შიმშილი აწუხებთ, რაც მათი სწავლის ხარისხზე გავლენას ახდენს.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში 50 130 სოციალურად დაუცველი მოსწავლე ირიცხება. ჩატარებული წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსწავლეთა 77% ხანდახან (42%) ან ყოველდღიურად (35%) განიცდის შიმშილს. ეს გარემოება მნიშვნელოვნად უშლის ხელს მოსწავლეთა ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებას, რაც თავის მხრივ უზღუდავს მათ განათლებისა და ჯანმრთელობის კონსტიტუციურ უფლებებს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხსენებულ პრობლემებთან ბრძოლის ეფექტიან საშუალებას სასკოლო კვების პროგრამა წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ 2022 წელს “გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სკოლის საათებში კვება სახელდება და ხაზგასმულია, რომ ამ პერიოდში ბავშვების 1/3-ზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება.

სკოლის საათებში საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%). ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი (37.7%) არის ფინანსური პრობლემა. რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (83.2%) დარწმუნებულია, რომ ბავშვის კვება სკოლამ უნდა უზრუნველყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების 5.6% ყოველდღიურად ვერ იღებს ხილსა და ბოსტნეულს, ვინაიდან მათ ოჯახს არ გააჩნია ამისთვის საკმარისი ფინანსები“, - ნათქვამია მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა