შჩეცინის უნივერსიტეტის და იუნესკოს სოციალური მდგრადობის ხელმძღვანელობის ორგანიზებით, სემინარი თემაზე „ღია განათლების მომავალი“ გაიმართა

შჩეცინის უნივერსიტეტის და იუნესკოს სოციალური მდგრადობის ხელმძღვანელობის ორგანიზებით, სემინარი თემაზე „ღია განათლების მომავალი“ გაიმართა

შჩეცინის უნივერსიტეტის (პოლონეთი) და იუნესკოს სოციალური მდგრადობის ხელმძღვანელობის (UNESCO Chair for Social Sustainability) ორგანიზებით სემინარი თემაზე „ღია განათლების მომავალი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემინარზე მოხსენებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი გიორგი ხატიძე წარსდგა.

მისი მოხსენების თემა „სამართლებრივ კვლევებსა და სწავლებაში ღია განათლების როლი: შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.

„მისი მოხსენებისას ისეთი საკითხები განიხილა, როგორიცაა სასწავლო, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობისას, იურიდიულ სფეროში, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კუთხით ხელოვნური ინტელექტის, სამართლის დიგიტალიზაციის, ციფრული და სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა, მათი ადგილი და მიზანი იურიდიულ განათლებაში, პრაქტიკულ საქმიანობასა და იურისტის პროფესიაში.

სემინარზე, რომელიც ონლაინ ფორმატით წარიმართა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური წრეების და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც სამართლის ფაკულტეტზე მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებში დანერგა ისეთი ინოვაციური საგნები, როგორიცაა სამართლის დიგიტალიზაცია, ტექნოლოგიების სამართალი და ინტერნეტ სამართალი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.