დავით ნარმანია - სემეკი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია „Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორი კომპანიის - „Aqualia“-ს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „Aqualia“-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სემეკი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია „Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს.

„სემეკის მიზანია მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგების სისტემებში არსებული პრობლემები. ჩვენი რეგულირების მთავარი პრინციპია მომხმარებელმა მიიღოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მომსახურება. სემეკის წევრებთან ერთად გავეცანით უმსხვილესი წყალმომარაგების მენეჯმენტის კომპანიის „Aqualia“-ს მიერ განხორციელებულ პროექტებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სხვადასხვა ქვეყნის წყალმომარაგების სისტემები. თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია სისტემების რეაბილიტაცია, რაც საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. „Aqualia“ გამოთქვამს მზადყოფნას განახორციელოს მსხვილი საინვესტიციო პროექტები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მათივე ინფორმაციით, „Aqualia“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში, რომელმაც 2022 წელს GGU ჯგუფში შემავალი კომპანიების, მათ შორის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „რუსთავის წყლის“ 80%-იანი წილი 180 მილიონ დოლარად შეიძინა. „Aqualia“ 2022 წელს მსოფლიოში წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ „Aqualia“ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში - მეცხრე წყალმომარაგების კომპანიაა. ამჟამად, იგი მომსახურებას 17 ქვეყნის 30 მლნ-მდე მომხმარებელს უწევს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო