აბსოლუტურად ყველა ცივილიზებული ქვეყანა ემიჯნება რუსეთს და სანქციებს უწესებს. ერთადერთი სახელმწიფო აღმოჩნდა საქართველო, რომელმაც კარი გაუხსნა, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან „რუსული ოცნება“ წარმოადგენს რუსეთს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ აღიარა, რომ დღეს რუსეთი უკრაინელი ხალხის გენოციდს ახორციელებს.
„აბსოლუტურად ყველა ცივილიზებული ქვეყანა ემიჯნება რუსეთს და სანქციებს უწესებს. ერთადერთი სახელმწიფო აღმოჩნდა საქართველო, რომელმაც კარი გაუხსნა რუსეთს. ეს არის დანაშაული „რუსული ოცნების“ მხრიდან, თუმცა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. კიდევ ერთხელ აღიარება და დასტური იყო, რომ „რუსული ოცნება“ წარმოადგენს თავიდან ბოლომდე რუსულ წარმომადგენლობას.
მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ აღიარა, რომ დღეს რუსეთი უკრაინელი ხალხის გენოციდს ახორციელებს. ნებისმიერი ხელისუფლების გადაწყვეტილება რუსეთის ხელშეწყობაზე საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულია.
გავრილოვი ჩვეულებრივი რუსი ოკუპანტია, გავრილოვთან დაკავშირებით „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს შეუძლიათ ისაუბრონ უფრო ვრცლად და უფრო კარგად. გავრილოვი არის პუტინის ერთი ჩვეულებრივი ქვედანაყოფის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს მტერია“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.