ირაკლი ხელაძე - საზოგადოება მიმდინარე მოვლენებს და მშვიდობისკენ მიმართულ პოლიტიკას ადეკვატურად აფასებს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ უარყოფით კომენტარებს გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც ირაკლი ხელაძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კრიტიკა კომიკური და მიუღებელია.

,,სად იყო ეს ხალხი მაშინ, როდესაც 2008 წლის შემდეგ რუსეთისთვის არაერთი საშეღავათო ნაბიჯი გადაიდგა, ან მაშინ, როცა ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს ლარსის გამშვებ პუნქტთან ხვდებოდა და ქვეყანაში ეპატიჟებოდა. საბედნიეროდ, საზოგადოება მიმდინარე მოვლენებს და მშვიდობისკენ მიმართულ პოლიტიკას ადეკვატურად აფასებს’’,-აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

მისივე თქმით, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენა, პირველყოვლისა, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არის კარგი და თუკი რაიმე ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას რამე შეუწყობს ხელს, მისასალმებელია.

ირაკლი ხელაძე ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის უკრაინაში დაღუპული ბიჭების სახელების დარქმევის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მსგავსი წინადადებით საკრებულოს წევრებს ის ადამიანები მიმართავენ, რომლებმაც საქართველოს ყველაზე დიდი მეფის ძეგლი ქალაქის ცენტრიდან აიღეს და მის ადგილას ველოსიპედის ქანდაკება დადგეს.

,,თუმცა, ჩვენ მზად ვართ ყველა მსგავსი საკითხი განვიხილოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ’’, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში