„ჯივიპის“ მენეჯმენეტმა და სემეკის წევრებმა Aqualia-ს სათაო ოფისში, წყალმომარაგების გაუმჯობესების გრძელვადიანი გეგმა განიხილეს

„ჯივიპის“ მენეჯმენეტმა და სემეკის წევრებმა Aqualia-ს სათაო ოფისში, წყალმომარაგების გაუმჯობესების გრძელვადიანი გეგმა განიხილეს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მენეჯმენტმა, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორმა კომპანია Aqualia-მ და სემეკის წევრებმა სამუშაო შეხვედრის ფორმატში ინვესტორის გრძელვადიანი და ოპერატიული გეგმები თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და მომსახურების განვითარების შესახებ განიხილეს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები ესპანეთში გაიმართა, სადაც კომპანიის ხელმძღვანელები საქართვლოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან და წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

“აქუალიას სათაო ოფისში და ქალაქ ბარსელონას მერიაში გამართულ შეხვედრებზე აქუალიას საოპერაციო დირექტორმა და ბარსელონას წყლის რესურსების მართვის გენრალურმა დირექტორმა სემეკის წარმომადგენლებსა და ჯივიპის მენეჯმენტს გაუზიარეს წყლის მართვის საუკეთესო ევროპული გამოცდილება.

Aqualia Georgia ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში, რომელმაც 2022 წელს GGU ჯგუფში შემავალი კომპანიების, მათ შორის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა და რუსთავის წყლის 80%-იანი წილი 180 მილიონ დოლარად შეიძინა. Aqualia 2022 წელს მსოფლიოში წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად დასახელდა.

მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ Aqualia ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში - მეცხრე წყალმომარაგების კომპანიაა. იგი ამჟამად მომსახურებას უწევს დაახლოებით 30 მილიონ მოსახლეს 17 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.