ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ზოგიერთი სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობის გამო, მოსწავლეების ალტერნატიულ სკოლაში ტრანსპორტირება სახელმწიფოს 13 მლნ ლარი უჯდება

„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ზოგიერთი სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობის გამო, მოსწავლეების ალტერნატიულ სკოლაში ტრანსპორტირება სახელმწიფოს 13 მლნ ლარი უჯდება.

როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტში, განათლების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რიგ შემთხვევებში მშენებელი კომპანიების მიერ რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურებულია, რის გამოც სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგია საჭირო. მისივე თქმით, შესაძლოა, კორუფციულ ინტერესებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს.

„მარტო თბილისში 1 წლის განმავლობაში ასეთი ტრანსპორტირება სახელმწიფოს 13 მილიონი უჯდება. მგონი, ეს კოლოსალური თანხაა. 13 მილიონი გვიჯდება თუ არა მართლა? თუ ეს არასწორი მონაცემია, გთხოვთ, ჩაშლილად მოგვაწოდოთ, რამდენს ვიხდით ამ ტრანსპორტირებისთვის. არ ვამბობ, რომ ტრანსპორტირება არ უნდა იყოს, მაგრამ ერთი მხრივ სერიოზულ თანხას ვიხდით ტრანსპორტირებაში, ამ დროს რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურებულია, არაეფექტური მონიტორინგია. თუ მშენებელ კომპანიებს ძალიან მკაცრი კონტროლი არ დაუდგინდებათ და არ ვეტყვით, რომ წამმზომი გაქვთ ჩართული, მაშინ თვითონ დააფინანსონ ეს ტრანსპორტირება, ჩაიდოს ეს ხელშეკრულებაში. სახელმწიფომ რატომ უნდა იხადოს ეს თანხა იმის გამო, რომ დიდი ალბათობით, სატენდერო კომისიის მხრიდან რომელიღაც მშენებლის შესაძლებლობები, დროულად და ხარისხიანად ჩაებარებინა სამუშაოები, არ ყოფილა გამოკვლეული. რას აკეთებს სატენდერო კომისია, თუ მის მიერ შერჩეული კომპანიები სისტემურად აგვიანებენ ხარისხიანი და დროული სამუშაოების გაწევას. ამიტომ, ან წამმზომი ჩავურთოთ ამ კომპანიებს (მათ სერიოზული ზედამხედველობა სჭირდებათ), ან რაიმე სხვა გამოსავალია აქ მოსაძებნი, რადგან ძალიან სერიოზული კითხვები შეიძლება დაისვას, ამ შეთანხმების უკან ხომ არ არის რაიმე კორუფციული ინტერესი?“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო