პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიმიტრი უზნაძის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის კაბინეტი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიმიტრი უზნაძის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის კაბინეტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათი ცნობით, კაბინეტი ცნობილი ქართველი მეცნიერის, დიმიტრი უზნაძის უკვდავსაყოფად დაარსდა.

„ამასთანავე, ეროვნული ბიბლიოთეკა იწყებს გრძელვადიან თანამშრომლობას განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია SEED საქართველოსთან, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის საკითხებზე, გარემოს დაცვის საკითხებზე, კულტურლ, ეთნიკურ თუ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის საკითხებზე.

დიმიტრი უზნაძის კაბინეტში მენტალური ჯანმრთელობის საპილოტო საგანმანათლებლო პროექტის ამუშავება, პირველი ნაბიჯია.

პროექტი მიზნად ისახავს, მენტალური ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტების, მკვლევრების და ბენეფიციარების თანამონაწილეობით საგანმანათლებლო ვიდეოსა თუ სხვა ვიზუალური პროდუქტის წარმოებასა და გავრცელებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს