არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე ბენჩ-ბარი ჩატარდა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მორიგი რეგიონული სამუშაო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა გახსნეს.

მრგვალი მაგიდის ფორმატში ადვოკატებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა საგამოძიებო და საპროცესო ეტაპებზე კანონთან კონფლიქტში მყოფ და დაზარალებულ ბავშვებთან მიმართებით არსებული გამოწვევები განიხილეს და ამასთან, აღნიშნული მიმართულებით იმერეთის რეგიონულ კონტექსტში არსებულ პრობლემატიკაზე იმსჯელეს.

„განხილულ გამოწვევებთან დაკავშირებით ბენჩ-ბარის მონაწილეებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომლებიც შემდგომი განხილვისა და გავრცელების მიზნით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველ კომიტეტს მიეწოდება.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს სისტემური ფორმით ფუნქციონირება, რასაც საფუძველი ადვოკატთა ასოციაციის, უზენაესი სასამართლოს და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა, ხელს უწყობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დანერგვასა და მართლმსაჯულების ხარისხის შემდგომ განვითარებას. აქედან გამომდიანრე, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ბენჩ-ბარის ფორმატის შეხვედრებში აქტიურად არიან ჩართული, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე, მოსამართლეები და პროკურორები და სხვადასხვა სამართლებრივი თუ პრაქტიკული გამოწვევის დაძლევა პროფესიათა შორის დიალოგის გზით წარმატებით ხორციელდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?