ცესკომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის ადგილმონაცვლედ, ამავე პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ გორდულაძე ცნო. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
თბილისის საკრებულოს ცნობით, გორდულაძე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი გახდა. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში არჩილ გორდულაძე დღეს, თბილისის საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო.
ცნობისთვის, არჩილ გორდულაძე პროფესიით იურისტია. ის 2018 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს პარლამენტში ფრაქციის „ქართული ოცნება“ აპარატის უფროსის თანამდებობას.