თბილისში არსებულ თექვსმეტ ქუჩას სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თექვსმეტ ქუჩას იმ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში შეტანილი აქვს.

თბილისის საკრებულოს ცნობით, საკითხები საკრებულოს წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ გააცნო.

„საკითხები, რომლებსაც კენჭი ეყრება, თბილისის ურბანულ გარემოში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ჩვენს მიერ წარმოებული გრძელვადიანი კამპანიის ნაწილია. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ წარმოდგენილი საკითხების კომისიურ ფორმატში განხილვა სიმბოლურად მარტის თვეში, ქალთა კვირეულის ფარგლებში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კვირეული რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, პარტნიორი ორგანიზაციების - გაეროს ქალთა ფონდისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით თბილისის ქუჩებში განთავსდა დროებითი აბრები, იმ სტერეოტიპების საწინააღმდეგო სლოგანებით,“ - აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.

თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით თბილისის ქუჩებს შეემატა: ექიმ მერი გელოვანის ქუჩა; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თამარ დეკანოსიძის ქუჩა; მევიოლინე მარინე იაშვილის ქუჩა; კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილის ქუჩა; სახელმწიფო მოღვაწის, კრავაი ჯაყელის ქუჩა; საზოგადო მოღვაწის, მედეა ღამბაშიძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი ინჟინერი ქალის, ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მეზღვაური ქალის, იულია ფაილოძის ქუჩა; კალიგრაფ მანანა ზედგინიძის ქუჩა; ექიმ ბარბარე ყიფიანის ქუჩა; მსახიობ ცეცილია წუწუნავას ქუჩა; მსახიობ თამარ ჭავჭავაძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, ნინა ხუბულავას ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, რუსუდან ჟორდანიას ქუჩა; დიპლომატ რუსუდან მიქელაძის ქუჩა; რეპრესირებული პოეტის, მარიამ აბრამიშვილის ქუჩა; მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში