კრწანისის რაიონში რუსეთის ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი უკვე რამდენიმე წელია არსებობს, - განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს წევრმა ლევან ჯაფარიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების წინადადების საპასუხოდ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, სკვერში რუსეთის ოკუპაციას შეწირულთა მემორიალიც დგას.
„რამდენიმე წლის წინ კრწანისის რაიონში, 1 ჰა ტერიტორიაზე, ძალიან ლამაზი სკვერი გაშენდა, რომელსაც დედაქალაქის მერიის ინიციატივით, რუსეთის ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი ეწოდა. ამ სკვერში მდებარეობს ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.