ბექა ოდიშარია - ამაზრზენია, როცა ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს განუმეორებელი დღე აქვთ, სთხოვენ, რომ მობრძანდნენ რუსთაველის გამზირზე და გააპროტესტონ მათი მოგონილი ქვეყნის პრობლემა

ამაზრზენია, როდესაც ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს განუმეორებელი დღე აქვთ, სთხოვენ, რომ მობრძანდნენ რუსთაველის გამზირზე და გააპროტესტონ მათი მოგონილი ქვეყნის პრობლემა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დღეს, 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა, სადაც რუსეთთან ფრენების აღდგენას გააპროტესტებენ.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, ახალგაზრდებს სკოლის ბოლო ზარის დროს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ, რაც იგივეა, ბოლო ზარზე იმაზე რომ ისაუბრო, „თუ რა ბოროტი ძალები არიან გაერთიანებული ოპოზიციაში“.

„დღეს არაჩვეულებრივ ღონისძიებას დავესწარი კრწანისის რაიონის 72-ე სკოლაში, იყო არაჩვეულებრივი ზეიმი, უბრალოდ, ამავე დროს ამაზრზენია, როდესაც „ფეისბუქით“ ვრცელდება და ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომლებსაც დღეს აქვთ განუმეორებელი დღე, რომელიც არასოდეს არ განმეორდება, სთხოვენ, რომ მობრძანდნენ რუსთაველის გამზირზე და გააპროტესტონ მათი მოგონილი ქვეყნის პრობლემა. ეს იგივე იყო, დღეს მე რომ გამოვსულიყავი სკოლაში ბოლო ზარზე და მესაუბრა, რამდენად ბოროტი ძალები არიან გაერთიანებულ ოპოზიციაში, რა მავნებლებიო არიან და ვის და რა საქმეს აკეთებენ საკუთარი ბინძური ხელებით“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შესრულდა. აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანიამ “აზიმუტი” შეასრულა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო