ნიკოლოზ ვაშაკიძე - მსოფლიო კონფიგურაციის განმსაზღვრელ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს თვალწინ მოახდინა აგრესორ ქვეყანასთან ურთიერთობების დათბობა

თანამშრომლობის განვითარება და ურთიერთობების საგრძნობი დათბობა აგრესორ ქვეყანასთან, საქართველოს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო კონფიგურაციის განმსაზღვრელ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველო არის ის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მთელი მსოფლიოს თვალწინ, აგრესიის მსხვერპლ ქვეყანასთან ურთიერთობების მკვეთრი გამწვავება და გაუარესება და აგრესორ ქვეყანასთან ურთიერთობების საგრძნობი დათბობა და თანამშრომლობის განვითარება მოახდინა.

„რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას შემდეგი: სიმართლეს შეესაბამება ის არგუმენტი, რომ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აქვს, მაგალითად, ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ. და მათ ამისათვის არ კიცხავენ და სანქციებს არ ადებენ. აქ პრობლემა სხვა რამეშია. ყველა ამ ქვეყანას მეტ-ნაკლებად დაბალანსებული პოლიტიკა აქვთ, მკვეთრი ცვლილებების გარეშე. გარდა ამისა, ამ ქვეყნების ტერიტორიები რუსეთს ოკუპირებული არ აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო კონფიგურაციის განმსაზღვრელ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველო არის ის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მთელი მსოფლიოს თვალწინ მოახდინა აგრესიის მსხვერპლ ქვეყანასთან ურთიერთობების მკვეთრი გამწვავება და გაუარესება და აგრესორ ქვეყანასთან ურთიერთობების საგრძნობი დათბობა და თანამშრომლობის განვითარება. ეს უკიდურესად არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო არენაზე და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მას ამ ომის დამთავრების შემდეგ.

პოსტ რუსეთ-უკრაინის ომის ვითარებაში ამ მძიმე მდგომარეობიდან საქართველოს გამოყვანის მხოლოდ ერთი საშუალება იარსებებს - ხელისუფლების შეცვლა და მისი პოლიტიკის დაგმობა. შეძლებს თუ არა ამას საქართველოს საზოგადოება, ესაა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა