ვახტანგ გომელაური - 8 მარტის აქციის წინ სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდებოდა ღია მოწოდებები მოქალაქეთა მხრიდან, თუ როგორ დაეორგანიზებინათ თავდასხმა პოლიციელებზე

8 მარტის აქციის წინ სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდებოდა ღია მოწოდებები მოქალაქეთა მხრიდან, თუ როგორ დაეორგანიზებინათ თავდასხმა პოლიციელებზე, შემოდიოდა უამრავი დაზუსტებული ინფორმაცია შეკრების არამშვიდობიან ფორმებში გადაზრდის შესახებ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, 7 და 8 მარტს, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, განლაგებული იყვნენ პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე.

„რაც შეეხება 8 მარტს დაწყებულ აქციას, შეკრება მეორე დღესაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. როგორც წინა დღეს, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ. პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მშვიდობიანად და უსაფრთხო გარემოში ჩაეტარებინათ საპროტესტო აქცია. თუმცა, 8 მარტის აქციის წინ სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდებოდა ღია მოწოდებები მოქალაქეთა მხრიდან, თუ როგორ დაეორგანიზებინათ თავდასხმა პოლიციელებზე, შემოდიოდა უამრავი დაზუსტებული ინფორმაცია შეკრების არამშვიდობიან ფორმებში გადაზრდის შესახებ. ვრცელდებოდა ჩანაწერები, მათ შორის პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც ღიად იყო მითითებები პარლამენტის შენობის „აღების“ შესახებ. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად შეკრებაში მონაწილე პირებს ეკრძალებათ იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთს - დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024
ახალ სტრატეგიულ პერიოდში „პაშა ბანკი საქართველო“ მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი მთავარი არჩევანი ადგილობრივი კორპორატიული მომხმარებლებისთვის