შალვა პაპუაშვილმა „ღირსების შემლახავი“ შეფასებებისთვის სალომე სამადაშვილს მიკროფონი გამოურთო

როდესაც გვესაუბრებით ქართველი პოლიციელების ღირსებაზე, ბატონო მინისტრო, ამ ღირსებას თუ ვინმე აკნინებს, ამცირებს ადამიანურად, პოლიტიკურად და პროფესიულად, ხართ თქვენ, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, ქართველი პოლიციელები ხელისუფლების მსხვერპლი არიან, რადგან მათ აიძულებენ იმოქმედონ რუსული ინტერესების დასაცავად.

„მძიმე მოსასმენი იყო ეს გამოსვლა, გამოსვლა, რომელმაც არ ისაუბრა მიზეზზე იმ მოვლენების, რომელიც მოხდა მარტში. მარტში თქვენმა ხელისუფლებამ და თქვენს მიერ მართულმა უმრავლესობამ ამ პარლამენტში, აიძულა ქართველი ხალხი და მათ შორის უამრავი ახალგაზრდა, გადაქცეულიყო ამ ქვეყნის რიგით ჯარისკაცად, გამოსულიყო ქუჩაში და დაეცვა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. როდესაც გვესაუბრებით ქართველი პოლიციელების ღირსებაზე, ბატონო მინისტრო, ამ ღირსებას თუ ვინმე აკნინებს, ამცირებს ადამიანურად, პოლიტიკურად და პროფესიულად, ხართ თქვენ, არის, ასევე, ის 76 ადამიანი, რომელმაც მიიღო ის სამარცხვინო რუსული კანონი და დიახ, პოლიციელებიც დაშავდნენ, მათ შორის რამდენიმე მათგანი ჩემთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანაში იღებდა დახმარებას. ფორმიანი ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის პატრიოტები არიან, დარწმუნებული ვარ, არიან სწორედ თქვენი მსხვერპლი იმიტომ, რომ თქვენ გაუბედეთ და ქართულ პოლიციას აიძულებთ, რომ მოიქცეს, როგორც ვლადიმერ პუტინის პრეტორიული კოჰორტის წევრები, რუსული ინტერესების დასაცავად, რუსული ინტერესების მმართველი 76 მონის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სხდომის წამყვანმა, შალვა პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს გამოსვლის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა და მიკროფონი გამოურთო, რაც იმით ახსნა, რომ სამადაშვილს ღირსების შემლახავი სიტყვების გამოყენების შესაძლებლობას არ მისცემდა.

სამადაშვილმა განცხადება გამორთულ მიკროფონთან გააგრძელა, რა დროსაც თქვა, რომ პარლამენტში გამოდიოდა არა შინაგან საქმეთა მინისტრი, არამედ რუსეთის დავალებების შემსრულებელი.

"ძალიან მალე ქართული პოლიცია თქვენ არ დაგემორჩილებათ", - მიმართა სამადაშვილმა ვახტანგ გომელაურს.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს