დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედის განცხადებით, მისი შვილის ექსპერტიზის პროცესში ლიეტუველი ექსპერტები ჩაერთვებიან

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, მისი შვილის ექსპერტიზის პროცესში ლიეტუველი ექსპერტები ჩაერთვებიან. აღნიშნულის შესახებ ხუტაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ანა იანუშაიტიტეს მშობლები და ადვოკატები უწყებაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

„დაგვპირდნენ, რომ ლიეტუველ ექსპერტებს ჩართავდნენ საქმეში. რაღაც გარემოებების გამო გადავწყვიტეთ, რომ ასე იქნებოდა უკეთესი, ბავშვი ლიეტუვის მოქალაქეა. ასევე დაგვპირდნენ, რომ შეეცდებიან, როგორმე დააჩქარონ ექსპერტიზის პასუხები, რომლის გამოც, ჯერჯერობით გამოძიება გაჩერებულია. ბევრ რამეს დაგვპირდნენ და ველოდებით, რამე შესრულდეს. ჯერჯერობით პასუხები ექსპერტიზის ბიუროდან არ არის. განცდა დამრჩა, რომ შეეცდებიან გააკეთონ და გაითვალისწინონ ის მოთხოვნები, რომლებიც გვქონდა, ვნახოთ“, - აცხადებს ხუტაშვილი.

ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს.

„ჩემ შვილს ისეთი მრავალფეროვანი დაზიანებები აქვს, რომელსაც ადამიანი თავის თავს ვერაფრით მიაყენებს. ეს დაზიანებები, დალურჯებები როგორც წინა მხრიდან, ასევე უკანა მხრიდან იყო, რასაც ადამიანი ფიზიკურად ვერ მიიყენებდა. ყელი აქვს დალურჯებული, ბავშვი არის მოგუდული“, - განაცხადა ხუტაშვილმა.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს