პარლამენტში გიორგი ვაშაძის გამოსვლა მასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოსვლა მასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

მას შემდეგ, რაც ვაშაძემ ტრიბუნა დატოვა და პლენარულ სხდომათა დარბაზში თავის ადგილს დაუბრუნდა, მის უკან მჯდომმა უმრავლესობის დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ შეაგინა და უწმაწური სიტყვებით მიმართა, რაც ფიზიკურ გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვაშაძეს მიმართავდნენ, რომ ის არის „სამარცხვინო და ნაძირალა ადამიანი“.

ამ მომენტისთვის პლენარულ სხდომაზე ვითარება განმუხტულია. ტრიბუნასთან განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აკეთებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება, რომელსაც 7-8 მარტის აქციებზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს