პაატა მანჯგალაძე შს მინისტრს - გაფრენას აპირებთ რუსეთში? პირადად გეკითხებით, ბატონო ვახტანგ, აპირებთ, ისარგებლოთ ამ ფრენებით? თქვენც გეკითხებით უმრავლესობას - აპირებთ თუ არა, რომ ისარგებლოთ ფრენებით

გაფრენას აპირებთ რუსეთში? პირადად გეკითხებით, ბატონო ვახტანგ, თქვენ აპირებთ, რომ ისარგებლოთ ამ ფრენებით? თქვენც გეკითხებით უმრავლესობას - აპირებთ თუ არა, რომ ისარგებლოთ ფრენებით, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მისივე განცხადებით, დღეს საქართველოში რუსული თვითმფრინავის ჩამოფრენა არავის გახარებია, გარდა „ქართული ოცნებისა“ და პრიმაკოვის ფონდის წარმომადგენლებისა.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღეს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას შეხვდნენ ზარ-ზეიმით, ტაშს უკრავდნენ, ცეკვავდნენ, უხაროდათ. ამ ადამიანებთან ერთად, ასევე, ჩამოვიდნენ ადამიანები, მაგალითად, ვალერი კვარაცხელია, დიმიტრი ლორთქიფანიძე. დიმიტრი ლორთქიფანიძე გორჩაკოვის და პრიმაკოვის ფონდს წარმოადგენს. ევროპაში ეს ფონდები აღიარებულია რუსული ჰიბრიდული ძალის წარმომადგენლებად. ფორმალურად რამე სამართლებრივი ღონისძიება მაინც თუ გაგიტარებიათ ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს სახელით ლაპარაკობენ და საქართველოს სახელით, უთავმოყვარეოდ, მადლობას ეუბნებიან პუტინს? რისთვის ეუბნებიან მადლობას, აფხაზეთში, რაც მოაწყო რუსეთმა, სამაჩაბლოში რაც მოაწყო? ამ ხალხის გარდა მე გახარებული ჩვეულებრივი ადამიანები არ მინახავს და „ქართული ოცნების“ ლიდერების გარდა. აი, ირაკლი კობახიძეს უხარია მაგალითად, მთელი დღეა ვუყურებ, რუსეთთან ფრენების აღდგენა - კმაყოფილია! გაფრენას აპირებთ რუსეთში? პირადად გეკითხებით ბატონო ვახტანგ, თქვენ აპირებთ, რომ ისარგებლოთ ამ ფრენებით? თქვენც გეკითხებით უმრავლესობას - აპირებთ თუ არა, რომ ისარგებლოთ ფრენებით? მარტივი კითხვაა. რომ გაგიხარდათ, აპირებთ თუ არა რუსეთის პირდაპირი ფრენებით სარგებლობას? ბატონ ვახტანგზე თავისი ყოფილი მოადგილე საუბრობდა, გოგაშვილი, რომ ვლადიკავკაზში ისედაც დაფრინავდა ჩარტერით და მე მგონი, არ გაუჭირდება, ახლაც რომ გაფრინდეს, პრობლემა არ არის. ამიტომ, მარტივი კითხვა დავსვათ, რას ეფუძნება „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების კონცეფცია - რუსეთთან მუხლებზე დგომას თუ პარტნიორებთან ერთად საქართველოს ინტერესების დაცვას? ასევე ვერასდროს ვერ მოვისმინე კითხვაზე პასუხი, როდესაც მშვიდობაზე ლაპარაკობთ უკრაინასთან დაკავშირებით, რომელი კონცეფციის მიხედვით მშვიდობაზე საუბრობთ, ევროპისა და უკრაინის მოდელით მშვიდობა რომელიც არის, თუ რუსეთის მოდელით მშვიდობა?“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა