ზურაბ ჯაფარიძე - რუსეთი ჩქარობს, სანამ უკრაინაში მარცხი გაფორმდება, იქამდე პლაცდარმი, რომელიც აქ  უკანასკნელი წლების განმავლობაში შეიქმნა, კიდევ უფრო გაიმყაროს

რუსეთი ჩქარობს, სანამ უკრაინაში მარცხი გაფორმდება, იქამდე პლაცდარმი, რომელიც აქ უკანასკნელი წლების განმავლობაში შეიქმნა, კიდევ უფრო გაიმყაროს, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აღარ გახდება რუსეთის ნაწილი.

„მთავარი საფრთხე, რაც არის ფრენების აღდგენასთან მიმართებაში, არის ის, რომ ჩვენ ვშორდებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, როდესაც მოთხოვნა არის ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ გვინდა მათთან ინტეგრაცია, ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა იყოს თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან და ეს მათ შორის ეხება რუსეთის სანქციების რეჟიმს და ჩვენი დღევანდელი რუსული ხელისუფლება ამის საპირისპიროდ დგამს ნაბიჯებს. საფრთხეა, რომ კიდევ უფრო დავშორდებით დასავლეთს, უარი იქნება სტატუსზე და თავისი თანმხლები პროცესები, თუმცა ეს არ არის ცალკე აღებული ამბავი, მთავარი ამბავი არის ის, რომ რუსეთი ჩქარობს, სანამ უკრაინაში მარცხი გაფორმდება, მანამდე პლაცდარმი, რომელიც აქ შეიქმნა უკანასკნელი წლების განმავლობაში, კიდევ უფრო გაიმყაროს. ამიტომ ეჩქარებათ და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ეს ქვეყანა აღარ გახდება რუსეთის ნაწილი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს