მიხეილ სააკაშვილი -„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს - მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად რჩება.

„ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა. ეს არის ოლიგარქიული კლასიკა! ფაქტია, რომ არცერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს. ახლა მთავარია, მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება. დიდი საფრთხის წინაშეა ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე.

მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ. საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა!

მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად. ჩემი მთავარი ამოცანაა, უკრაინის გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად საქართველოს გამარჯვება”, - წერს სააკაშვილი.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?