ნიკა მელია - ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა შედეგს, არამედ მიზეზს - სანამ რუსული ყაიდის ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, პრობლემები, რომლებიც უკავშირდება სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს, პირიქით, გამრავლდება

ღრმად მწამს, რომ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა შედეგს, არამედ მიზეზს და სანამ რუსული ყაიდის ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, პრობლემები, რომლებიც უკავშირდება სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს, პირიქით, გამრავლდება - ვგულისხმობ, სიმპტომებთან ბრძოლის ნაცვლად, სენთან და დაავადებასთან ბრძოლას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს დასავლური ღირებულებების მქონე დემოკრატიული ძალებით და უამრავი პრობლემა თავისთავად მოგვარდება.

„ამ ქვეყანას ერთი ფუნდამენტური პრობლემა აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო. სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება და აქედან გამომდინარეობს შედეგობრივად ყველაფერი რუსული - რუსული თვითმფრინავი, რუსული კანონი, რუსული სტილის მმართველობა და ა.შ. ამიტომ მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა შედეგს, არამედ მიზეზს და სანამ რუსული ყაიდის ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, პრობლემები, რომლებიც უკავშირდება სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებს, პირიქით, გამრავლდება - ვგულისხმობ, სიმპტომებთან ბრძოლის ნაცვლად სენთან და დაავადებასთან ბრძოლას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს დასავლური ღირებულებების მქონე დემოკრატიული ძალებით და უამრავი პრობლემა თავისთავად მოგვარდება. დღეს, რომც გამოვიდეს ღარიბაშვილი და თქვას, რომ თუნდაც დროებით შეწყდება ავიამიმოსვლები, ეს არ ნიშნავს, რომ ერთ თვეში ანალოგიური ან უფრო მძიმე პრობლემების წინაშე არ დავდგებით. გენერალური ცვლილებები არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი, რომელიც მიმაჩნია, რომ ძალიან მალე გარდაუვალი იქნება“, - განაცხადა მელიამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი