გიორგი ბარამიძე - უკრაინის სისხლზე და საქართველოს ევროინტეგრაციის ხარჯზე უნდათ, რომ უფრო გამდიდრდნენ

უკრაინის სისხლზე და საქართველოს ევროინტეგრაციის ხარჯზე უნდათ, რომ უფრო გამდიდრდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ აქციაზე განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს.

ბარამიძის შეფასებით, საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

„ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა ამ მთავრობის მიერ. მათი არგუმენტია, რომ ეს ფრენები აღდგეს იმ მომენტში, როცა ერთი მხრივ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი წყდება, უკრაინაში სისხლისმღვრელი ომი მიდის და ჩვენ მოძმე და სტრატეგიული პარტნიორ ქვეყანას რუსეთი ანადგურებს. აქ თურმე უფრო მეტ მოგებას მივიღებთ, ფულზე და მატერიალურ გამორჩენაზეა საუბარი. უკრაინის სისხლზე და საქართველოს ევროინტეგრაციის ხარჯზე უნდათ, რომ უფრო გამდიდრდნენ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის დაახლოების გასაპროტესტებლად აქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„აქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. რაც უფრო მეტი პროტესტი იქნება ამ პუტინისტური გავრილოვების მოღალატე რეჟიმის წინააღმდეგ, მით უფრო დაჩქარდება საზოგადოების კონსოლიდაცია და მიუხედავად მათ ხელში არსებული ბერკეტისა, პუტინის მხარდაჭერისა, კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერისა, ფულებისა, მანიპულაციისა, სასამართლოს და პროკურატურის გამოყენებისა, მით უფრო რეალური გახდება მათი მშვიდობიანი პოლიტიკური დასასრული“, - განაცხადა გია ბარამიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა