ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - გახსოვთ, უნიათოებს რომ გვეძახდნენ, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს შესაბამისი შნო და  უნარი, რომ სამართლებრივად გვეპაექროსო? ვინ არის ახლა ჩვენს შორის უნიათო?

კანონის მხარეზე დგომას არ პატიობენ დღეს „ქართული ოცნების“ გუნდს და იმ პოლიციელებს, ვინც კანონის მხარეს დგას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია უნიათოა, რადგან მათ არავითარი სამართლებრივი ლოგიკა არ წარმოუდგენიათ.

„ხომ გახსოვთ უნიათოებს რომ ეძახდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს შესაბამისი შნო და უნარი, რომ სამართლებრივად გვეპაექროსო? ვინ არის ახლა ჩვენს შორის უნიათო? გადახედეთ დარბაზს და ჩვენი საზოგადოება მიხვდება იმას, რომ თქვენ ხართ ნამდვილი უნიათოები. არავითარი სამართლებრივი ლოგიკა არ წარმოგიდგენიათ. აქ იურისტები იყვნენ წარმოდგენილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე - კონსტიტუციონალისტი, ყოფილი მინისტრის მოადგილე თუ აკადემიის რექტორი... დღეს რა უნდა გაეკეთებინათ ამ ხალხს თუ ჰქონდათ რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება? - კადრები, დემონსტრირება და ახსნა საზოგადოებისთვის, არსებობდა თუ არა ლეგიტიმური ინტერესი, რითაც მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, იყო თუ არა საფრთხე პოლიციელებზე, იყო თუ არა შტურმის მცდელობა პარლამენტის შენობაზე და იყო თუ არა თანაზომიერი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული. თქვენ ვერც ერთ ამ საკითხზე ვერ მოისმინეთ ახსნა. მარტივი მიზეზი აქვს ამას, მათ ეს ახსნა არ აქვთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა