აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელისკენ გადაინაცვლა, სადაც შს მინისტრისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავენ

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელისკენ გადაინაცვლა, სადაც შს მინისტრისთვის, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა, „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავენ. პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის წინ რჩება.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ, სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს და შესაძლოა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დავრჩეთ. ამასთან, მათივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნული ფაქტის გამო, მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს.

„სირცხვილის კორიდორი გომელაურს"- აღნიშნეს აქციის ორგანიზატორებმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო