გიორგი რუხაძე - ფაქტი, რომ საქართველო ცას უხსნის რუსეთს, ბევრად უფრო შეუშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ვიდრე თუნდაც რუსული კანონი შეუშლიდა

ფაქტი, რომ საქართველო ცას უხსნის რუსეთს, ბევრად უფრო შეუშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ვიდრე თუნდაც რუსული კანონი შეუშლიდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გიორგი რუხაძის განმარტებით, რუსეთისთვის ცის გახსნით საქართველო პირდაპირ, ღიად დემონსტრირებულად, როგორც სახელმწიფო, რუსეთის გვერდით დგება, ხოლო რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს ევროკავშირში არაფერი ესაქმება.

„რუსული კანონი არის შენი შიდა საკითხი, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მე ასე მინდა ვმართო ქვეყანა და ეს რომ რუსული მართვის სტილს ჰგავს, კი ჰგავს, მაგრამ ჩემი არჩევანია, მე ასე მინდა ვმართო, მაგრამ როდესაც შენ ამბობ, რომ მე რუსეთს ცას ვუხსნი მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანა უკლებლივ ცას უკეტავს მას, გამოდის, რომ შენ ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ მიდიხარ და ამას ღიად აკეთებ. მნიშვნელობა არ აქვს ევროკავშირის წევრი ხარ თუ არა, შენ ელოდები კანდიდატის სტატუსს ანუ შენ მეტი უნდა გააკეთო, ვიდრე ევროკავშირის წევრმა, რომ მიიღო ეს სტატუსი, მინიმუმ თანხვედრაში უნდა მოხვიდე ევროკავშირის პოლიტიკასთან რუსეთთან მიმართებაში და თანხვედრაში კი არ მოდიხარ, ეწინააღმდეგები, დგები ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და ზოგადად მთლიანი ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან ძლიერი მდინარე, რომელიც მოედინება და შენ ამ მდინარის წინააღმდეგ აპირებ რომ იცურო რუსეთის სასარგებლოდ. ამ აქტით შენ პირდაპირ, ღიად დემონსტრირებულად, როგორც სახელმწიფო რუსეთის გვერდით დგები, რუსეთის მოკავშირე სახელმწიფო ხდები. რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს არაფერი ესაქმება ევროკავშირში, ამიტომაა ეს უფრო საშიში, ვიდრე რუსული კანონი“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შესრულდა. აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანიამ “აზიმუტი” შეასრულა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო