პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია დასრულდა, მორიგი აქცია ხვალ გაიმართება

საქართველოს პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ორგანიზატორების განცხადებით, მორიგი აქცია ხვალ, 18:00 საათზე ისევ პარლამენტის შენობასთან გაიმართება.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები მოითხოვდნენ, სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. პარლამენტთან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

აქციის მიმდინარეობისას, შეკრებილების ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა, „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის შენობა მანამდე დატოვა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა