"ახაშენი ღვინის კურორტი და სპა" - ინფორმაცია  სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი

"ახაშენი ღვინის კურორტი და სპა" გავრცელებულ ინორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას უწოდებს.

განცხადების თანახმად, სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას" ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს.

"ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, სასტუმრო განმარტავს, რომ მათი პრეროგატივა არ არის სტუმრების იდენტიფიცირება და ემსახურებიან სტუმრებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

"სასტუმროს მიმართ აგორებული დეზინფორმაციის ფონზე, საჭიროდ მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ:

ჩვენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი გვყავს და ცხადია, ვემსახურებით ყველას, ვინც სასტუმროში ვიზიტს ჯავშნის სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით. ჩვენი პრეროგატივა არ არის მოვახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება. სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, სასტუმროს ადმინისტრაცია არ და ვერ იქნება ინფორმირებული, ჩვენი სტუმრების ვიზიტის მიზანთან ან მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით.

აქვე ვაცხადებთ, სასტუმროში არანაირი ღონისძიება არ ჩატარებულა და არც ხვალისთვის იგეგმება. მედიაში გავრცელებული ქორწილის კადრები ჩვენს სასტუმროში არ არის გადაღებული.

მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან" - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.

მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო