რუსთაველის გამზირზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით დღეს აქცია იგეგმება

„რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება“, „რუსული თვითმფრინავი საქართველოს ინტერესში არ ჯდება“, „რუსული თვითმფრინავი არაფერში არ ჯდება”, - ამ ლოზუნგებით დღეს 18:00 საათზე რუთაველის გამზირზე, პარელამენტის შენობის წინ აქცია იგეგმება.

აქციას „დემოკრატიის მცველები“ ანონსებენ.

მათ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი მოთხოვნა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაუყოვნებლივი შეწყვეტაა.

„20 მაისს, 18:00 საათზე, რუსთაველზე, პარლამენტის წინ!

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - დაუყოვნებლივ შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან!

დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთთან ფრენები არის წითელი ხაზი ევროკავშირისთვის და ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის.

ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.

რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!

ყველამ იქონიეთ ბანერები თემის შესაბამისი წარწერით, სახმაუროები - სასტვენები, დოლები, ა. შ.

ხმაურით, ერთად და ბევრმა მოვთხოვოთ ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს