ანა ბუჩუკური - ვნებათაღელვის მთავარი წყარო არის ხელისუფლება თავისი ბუნდოვანებით - მთავარია რა რეაგირებას ახდენ რუსეთის მტრობაზე, მავნებლობასა და პროვოკატორობაზე

სამწუხაროდ, ამ ვნებათაღელვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ხელს უწყობს და უფრო მეტიც, მთავარი წყარო არის ხელისუფლება თავისი ბუნდოვანებით, თუნდაც ლავროვის ოჯახის წევრების აქ ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის რომ რუსეთი არის მტერი, მავნებელი და პროვოკატორი, „ეს სულ ასე იყო და სულ ასე იქნება“.

„მთავარია შენ რა რეაგირებას ახდენ რუსეთის მტრობაზე, მავნებლობაზე და პროვოკატორობაზე, ამიტომ სიტუაცია ემოციებიდან გამომდინარე არის საფრთხილო. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებში არსებული ემოციები ცუდად არ გამოიყენოს ხელისუფლებამ. აქ ეს არის ახლა მთავარი. დანარჩენი ვინ არის ჩამოსული, რა მიზნებით არის ჩამოსული, ალბათ გაირკვევა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გარდა ამისა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კომენტარი გააკეთა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, მთელი დასავლური სამყარო რუსეთის იზოლირებას ცდილობს.

„უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, მთელი დასავლური სამყარო ცდილობს ფრენების ჩახსნას და რუსეთის იზოლირებას და ამის პარალელურად, ჩვენთან მიმართებით ერთგვარი საჩუქარი გადმოუგდო რუსეთმა ხელისუფლებას. ხელისუფლების რეაგირება იყო მძიმე. რუსეთი რომ მტერია და რუსეთი რომ მავნებელია, ეს ვიცით, მაგრამ ამ ყველაფერს როგორ შეხვდა ჩვენი ხელისუფლება, სინამდვილეში ეს არის პრობლემა. ფაქტობრივად მიესალმნენ უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენას“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებითვე, არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, რუსეთის მიერ „გადმოგდებული საჩუქარი“ და ამ გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან, სიხარულით რეაგირება, „ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის არის დამაზიანებელი და რისკს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო