ქართული კომერციული ავიაციაა 100 წლისაა

ქართული კომერციული ავიაციაა 100 წლისაა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქართული კომერციული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 20-21 მაისს, დედა ენის ბაღში ორდღიან ღონისძიებას მართავს, სადაც „დამთვალიერებლებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს ბევრი სიურპრიზები ელოდება“.

„ზუსტად 100 წლის წინ, საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა. თვითმფრინავმა Junkers F13-მა რეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით მხოლოდ ერთი მგზავრით შეასრულა, რომელსაც მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.

Junkers F 13 ავიაციის ისტორიაში პირველი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად დაპროექტებული იყო როგორც სამგზავრო, და მსგავსი დანიშნულების პირველი მანქანა, რომელსაც მთლიანად ლითონის კონსტრუქცია ჰქონდა. 1924 წლიდან კი, დაინიშნა რეისები თბილისი-ბაქოს მიმართულებითაც.

საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში თავისი საგრძნობი წვლილი შეიტანა და ეს სფერო დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წამყვან სფეროდ რჩება ჩვენს ქვეყანაში.

პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურიაა. 1908 წელს საკუთარი ხელით ააგო პლანერი და საბურთალოს მთებიდან საცდელ ფრენებს ატარებდა. პარიზის საფრენოსნო სკოლაში ჩაბარების შემდეგ ბესარიონ ქებურია გახდა პირველი ლიცენზირებული მფრინავი საქართველოში.

ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით აშენდა პირველი აეროდრომები თბილისში, ბაქოში, სოხუმში, ბათუმში, დაიგეგმა საჰაერო ტრასები ბაქო-თბილისი-სოხუმი-სოჭი-მოსკოვი, ბაქო-თბილისი-ქუთაისი-სოხუმი.

აშშ-ს ავიაციის თვალსაჩინო მოღვაწეა ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი). ქართველიშვილმა რამდენიმე თვითმფრინავი შექმნა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი.

ქართული ავიაციის განვითარებაში მამაკაცების გვერდით, აქტიურად მონაწილეობდნენ და ჩართული იყვნენ ქალებიც. პირველ ქართველ მფრინავ ქალებზე ბევრი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი მფრინავი ქალები იყვნენ ნინო ხუბულავა და რუსუდან ჟორდანია სამეგრელოდან და ფადიკო გოგიტიძე აჭარიდან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს