პარტია “დროას” ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს თელავში დააკავეს, ავჭალაში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ამასთან, პარტია ავრცელებს დღეს სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულთა ნაწილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას.
„პარტია “დროასთვის” ცნობილი გახდა, თუ სად არიან გადაყვანილი დაკავებულები:
თელავი: ძმები მირაქოვები, დიღმელაშვილი, გეწაძე. საგარეჯო: ქერაჭაშვილი, გედენიძე, ხასაია, პაპაშვილი. გურჯაანი: ნარსია, ღონიშვილი, ხუსკივაძე. სიღნაღი: ჩიქოვანი, მაცაბერიძე, ჩხობაძე. ელენე ხოშტარია გადაყვანილია ავჭალაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამასთან, "დროა" კიდევ ერთ განცხადებაში მოითხოვს გათავისუფლდეს კახეთში დაკავებული ყველა ადამიანი და შეწყდეს მათი კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევა.
"დღეს, ყვარელსა და თელავში ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილის გაპროტესტების გამო, 16 ადამიანი დააკავეს მათ შორის არიან პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია და პოლიტიკური საბჭოს წევრი შუშანა მაცაბერიძე. ელენე ხოშტარია თელავის პოლიციასთან მაშინ დააკავეს, როდესაც უკვე დაჭერილ აქტივისტებთან ადვოკატის შეშვებას მოითხოვდა.
„ქართული ოცნების“ რუსული ხელისუფლება არღვევს ყველა დაკავებულის კონსტიტუციურ უფლებას. პროტესტის მონაწილეები მთელი დღე ფაქტობრივად გატაცებულები არიან. მათ არ ეძლევათ ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას. მათი ადგილსამყოფელი დღის ბოლოს გახდა ცნობილი.
ინფორმაციას დაკავებულების ადგილსამყოფლის შესახებ არ აძლევდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც.
არავის შერჩება რუსების დაცვის მიზნით საქართველოს მოქალაქეების დაჩაგვრა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვის გამო დაკავებული საქართველოს 16-ვე მოქალაქე", - ნათქვამია განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"