აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, ისინი ფრენების გაუქმებასა და სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციისას დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

„კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ხელისუფლებას. ჩვენი გმირების მემორიალთან დასრულდება დღეს აქცია. ყვარლიდან ვინც მოდის, გზაში არიან და შეუძლიათ, გმირთა მემორიალთან შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის