ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე - CASPIAN AGRO 2023 ქართულ სტენდზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძემ ქართულ სტენდზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ ბაქოშო, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2023, 10 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აჩინებული“, „გემუანი“, „ანიგოზი“, „ბლუ გარდენი“, „ჯეო ნატურალი“, National Delicacy, „ოჯახური“, „ქვევრის ღვინის მარანი“, „კავკასუს ორგანიკ ფრუთსი“ და „ფუდოლიზის“ პროდუქცია - ქართული კაკალი, მოცვი, სხვადასხვა სახის სუნელი, თაფლი, ჩირი, სუბლიმირებული ხილი, ორგანული წვენები და სხვა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულარიზაციის მასშტაბების და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. სახელმწიფოს მხარდაჭერით, ჩვენი მეწარმეები და ფერმერები აქტიურად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაში CASPIAN AGRO. მონაწილეთა უმეტესობა სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარი. ვფიქრობ, ისინი, გამოფენის ფარგლებში, კონტაქტს დაამყარებენ ახალ პარტნიორებთან და აითვისებენ ახალ ბაზრებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

საერთაშორისო გამოფენას CASPIAN AGRO, ყოველწლიურად, 13,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში 25 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 500-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. CASPIAN AGRO 2023 17 მაისს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა