საერთო საჯარისო ცენტრში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ სიტყვით მიმართეს, სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებული კარიერა უსურვეს. ღონისძიების დასასრულს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

„კაპიტნის საკარიერო კურსებზე მსმენელებმა ქვედანაყოფის მართვის პროცედურები და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეისწავლეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს ოფიცერთა და სერჟანტთა საკარიერო კურსების ერთობლივ სწავლებაში.

მსმენელებმა ასეულის მეთაურის რანგში პარალელური დაგეგმვის პროცესი განახორციელეს, ასევე ჩაატარეს სამეთაურო-საშტაბო სწავლება სიმულაციური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. კურსდამთავრებულებმა მანევრის, დაზვერვის, არტილერიის, ავიაციის, სამხედრო-საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის, ლოჯისტიკის, პერსონალის, სამხედრო-სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკარიერო კურსები გაიარეს, რომელიც კურსი 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კაპიტნის საკარიერო კურსების მიზანს შესაბამისი გვარეობის ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადება წარმოადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?